ცვლილებები „შინაური ცხოველების შესახებ“ კანონში

12:24, 24.06.2025

საკანონმდებლო ორგანოში დღეს მეორე მოსმენით განიხილავენ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც შინაური ცხოველების მოვლის და კონტროლის ახალ რეგულაციებს ადგენს. კანონპროექტით, სავალდებულო გახდება კანონის ამოქმედების შემდეგ დაბადებული შინაური ბინადარი ცხოველების სტერილიზაცია/კასტრაცია, თუმცა, იქნება საგამონაკლისო შემთხვევებიც. ასევე, აიკრძალება ძაღლების უკონტროლო გამრავლება, ხოლო გამრავლების უფლება ექნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ საშენს. ასევე, იკრძალება ცხოველის მიტოვება, მკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისათვის, იქმნება მართვის ერთიანი ელექტრონული ბაზა და დაინერგება მართვის მრავალი ახალი ინსტრუმენტი.

მსგავსი