„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. დოკუმენტი „ქართულმა ოცნებამ“ მოამზადა. ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება. ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის პროცედურებს ეხება. კერძოდ, დღეს მოქმედი კანონით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის ნორმის გასაჩივრება ხდება და არა – კონკრეტული ქმედების.
მმართველი გუნდი განმარტავს, რომ სწორედ ამ ნორმის ასახვა ხდება კანონში, რაც კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოდის. „ქართულ ოცნებაში“ ირწმუნებიან, რომ ცვლილებები პრეზიდენტის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მათი ცნობით, მთავრობა პრეზიდენტთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოს ელჩების დანიშვნა-არდანიშვნის საკითხზე მიმართავს.