ცვლილებები საარჩევნო კოდექსში – შეფასებები
საარჩევნო კოდექსის განხილვა გრძელდება. დღეს, დეპუტატები პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. ახალი რედაქციის მიხედვით, იცვლება სხვა სახელმწიფოში მყოფი ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის წესი. თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, პარლამენტის არჩევნებიც, მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურებიც. ცვლილებებს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ოპოზიცია. მმართველ გუნდს კი – საკუთარი არგუმენტები აქვს.