ცვლილებები საარჩევნო კოდექსში - არასამთავრობოების შეფასება

საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნები“ აფასებს და რეკომენდაციებს აქვეყნებს. მათი აზრით, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებები ბევრ საკითხს, მათ შორის საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასა და საარჩევნო სისტემას უფრო სამართლიანად და უკეთესად აწესრიგებს, თუმცა, კანონი მომავალში ფუნდამენტური რეფორმების გაგრძელებას საჭიროებს. ორივე არასამთავრობო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ მიღებული ცვლილებები დიდწილად უახლოესი არჩევნების ჩატარებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს აწესრიგებს და სტაბილური, მდგრადი საარჩევნო კანონმდებლობის ჩამოყალიბებას ვერ უზრუნველყოფს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“ და „სამართლიან არჩევნებში“ აცხადებენ, რომ მთავარი, მიღებული საარჩევნო კოდექსის აღსრულებაა, რამაც საარჩევნო პროცესების მიმართ საზოგადოების ნდობა უნდა გაზარდოს.