ცვლილებები საარჩევნო კოდექსში

ხმაურის ფონზე განიხილეს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები.

ვენეციის კომისიის დასკვნის გამო კანონპროექტის მეორე მოსმენით მიღებამ ოპოზიციის მწვავე პროტესტის ფონზე ჩაიარა. დავის საგანია მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული და მოგვიანებით კორექტირებული ცვლილება, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარის და პროფესიული წევრების არჩევის წესს ცვლის. შარლ მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული დათქმა უქმდება – ანუ, თუ ცესკოს პირველ პირს და წევრებს პარლამენტი 90 ხმით ვერ აირჩევს, ხუთწლიანი ვადით დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმებიც საკმარისი ხდება. ამავე ცვლილებებით, ოპოზიცია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თავმჯდომარის მოადგილის პოსტსაც კარგავს. ოპონენტები ხელისუფლებას საერთაშორისო რეკომენდაციების იგნორირებაში ადანაშაულებენ.