ცვლილებები რეგლამენტში

პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები შედის – იცვლება ინტერპელაციის, პრეზიდენტის მოხსენებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის დაკომპლექტების წესები. დეპუტატებს პარლამენტში მთავრობის წევრის დაბარება ორი დღის ნაცვლად, კვირაში სამი დღე შეეძლებათ. პრეზიდენტის წლიური მოხსენების შემდეგ კი პარლამენტში სიტყვით ფრაქციის ხელმძღვანელები და უმრავლესობის ლიდერი აღარ გამოვლენ.

ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს. შალვა პაპუაშვილი დეპუტატებს დეტალურად აცნობს, თუ რა სახის ცვლილებები შედის რეგლამენტში და რა არის კორექტირების მიზეზი.