ცვლილებები მაუწყებლობის შესახებ კანონში - შეფასებები

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტი ევროკომისიასთან კომუნიკაციით შემუშავდა.

იმედია, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის დირექტივას ვეტოს არ დაადებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პარლამენტის სპიკერი მადლობას უხდის საქართველოში ევროკავშირის ელჩს, რომ მან ხაზი გაუსვა პროგრესს, რომელიც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე მუშაობას ეხება. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „გასული კვირების განმავლობაში, განსაკუთრებით ჯოზეფ ბორელის ვიზიტის შემდეგ, ცხადად არის ბევრი დადებითი მოვლენა, მათ შორის „მაუწყებლობის კანონზე“ მუშაობა“.