ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში - შეფასებები

ევროკავშირის ელჩის განცხადების მიუხედავად, „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი პოლიტიკური ურთიერთბრალდებებისა და კრიტიკის თემაა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის. ოპოზიცია აკრიტიკებს რეგულირების პროცესში მარეგულირებელი კომისიის როლს, ასევე მათი კრიტიკა ეხება კანონში „უხამსობის შესახებ“ ჩანაწერს, ამიტომ მიიჩნევენ, რომ აუცილებელია კანონს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, „ქართული ოცნების“ განმარტებით, ყველა ცვლილება, რომელიც კანონში შევიდა, შეთანხმებულია ევროკომისიასთან, ამიტომ მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ვეტოს მოთხოვნა ნიშნავს ევრორეკომენდაციის შესრულებაზე ვეტოს დადების მოთხოვნას.