ცვლილებები მაკრონის ადმინისტრაციაში

საფრანგეთში ოპოზიცია პრეზიდენტისგან განმარტებებს ითხოვს.

ემანუელ მაკრონი სკანდალში ყოფილი პირადი მცველის გამო გაეხვა. ირკვევა, რომ ალექსანდრ ბენალა საპროტესტო აქციის დარბევაში პირადად იყო ჩართული. პრეზიდენტის ადმინისტრაცია საქმის გამოძიების გაგრძელების პირობას დებს. თუმცა ოპონენტები ელისეის სასახლის ადმინისტრაციას გულგრილობასა და დანაშაულის დამალვის მცდელობაში ადანაშაულებენ.

ლევან ახალაია არკვევდა, რა პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწვეს მაკრონს თანაშემწის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის და მოჰყვება თუ არა სკანდალს პოლიტიკური კრიზისი.