ცვლილებები ლატარიისა და აზარტული თამაშების შესახებ კანონში

21:48, 28.10.2026

მკვეთრად უარყოფითი რეაქციების მიზეზი ხდება მმართველი გუნდის ინიცირებული და უკვე დამტკიცებული, კიდევ ერთი საკანონმდებლო ცვლილება.

ოპოზიციის წინააღმდეგობისა და მწვავე კრიტიკის მიუხედავად, უმრავლესობამ მხარი დაუჭირა აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ ინიციატივას, რომლის საფუძველზეც, ქვეყანაში საერთაშორისო აზარტული ტურნირების ჩატარება, კონკრეტული დათქმებით დასაშვები ხდება. დოკუმენტი სათამაშო ბიზნესისთვის გარკვეულ შეღავათებსაც ითვალისწინებს. დაჩქარებული წესით დამტკიცებულ ცვლილებებს, მმართველი გუნდი ტურიზმის მხარდაჭერით და სექტორში დამატებითი შემოსავლების სტიმულირებით ხსნის, თუმცა არგუმენტი მიუღებელია ოპოზიციისთვის. გახარიას გუნდის გარდა, პროექტს მხარი არც „ხალხის ძალამ“ დაუჭირა. რა გახდა ცვლილების მიზეზი აქამდე არსებული მკაფიოდ მკაცრი პოლიტიკის ფონზე – ამ კითხვას პროექტის მოწინააღმდეგეები ხელისუფლების მისამართით სვამენ და ლუდომანიის წახალისების რისკებზე მიუთითებენ. შესაძლო საფრთხეების და მძიმე შედეგების გათვალისწინებით, ნეგატიურია ეკლესიის პოზიცია. როგორც ირკვევა ამ კონკრეტულ საკითხზე კონსულტაციები არ გამართულა საპატრიარქოსთან, რომელიც აზარტული თამაშებთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრების პროცესში აქტიურად მონაწილეობდა.

 

მსგავსი