ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში

15:13, 07.04.2026

საქართველოს პარლამენტი „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებას დაჩქარებული წესით განიხილავს. რას ითვალისწინებს „გრანტების შესახებ“ კანონში მომზადებული კიდევ ერთი ცვლილება? – ინიციატივის მიხედვით, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული კონკრეტული სახის სახსრები, გრანტად არ მიიჩნევა. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე განმარტავს, რომ რეალურად, დიპლომატიურ საქმიანობაში არაფერი იცვლება, მაგრამ იმისათვის, რომ ბუნდოვანება არ არსებობდეს, კანონმდებლობის დონეზე დაზუსტება კეთდება. არჩილ გორდულაძის ცნობით, თუ დიპლომატიურ წარმომადგენლობას თანხას თავისი ქვეყანა ჩაურიცხავს, ეს გრანტად არ ჩაითვლება და ასეთი თანხა, საელჩოს საქმიანობისთვის უნდა იყოს გამოყენებული, თუმცა თუ საელჩო ამ თანხებს გასცემს რომელიმე ფიზიკურ პირზე ან იურიდიულ პირზე საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბების მიზნით, ეს გრანტად ჩაითვლება და მთავრობასთან შეთანხმებას საჭიროებს.

მსგავსი