COVID 19 - ვითარება მსოფლიოში

ახლა მთელი მსოფლიოსთვის ერთადერთი იმედი კომპანია „პფაიზერის“ და „ბიოენტექის“ მიერ წარმოებული ვაქცინაა, რომელიც ავტორიზაციის მისაღებად დღეს განაცხადს აკეთებს. თუ აშშ-ის სურსათის და წამლების ადმინისტრაცია მწარმოებლებს ვაქცინის გამოყენების უფლებამოსილებას მისცემს, კომპანიები მის დისტრიბუციას ავტომატურად დაიწყებენ. მანამდე კი ამერიკას და დანარჩენ მსოფლიოს მკაცრი შეზღუდვების გატარება უწევს. ყოველდღიურად გაუარესებული მონაცემების გამო ქვეყნების ნაწილი ისევ საკარანტინო რეჟიმზეა გადასული.