COVID 19 - ვითარება მსოფლიოში 

ოქტომბერი მძიმე თვე აღმოჩნდა მთელი ევროპისთვის.

ბოლო ათ დღეში ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის ერთი მილიონი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თითქმის ყველა ქვეყანა მკვეთრად გაუარესებული სტატისტიკის გაუმჯობესებას მკაცრი, მაგრამ გაზაფხულისგან გასხვავებული რეგულაციებით ცდილობს. ახალი მოდელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მობილობის შემცირებას და არასრულ დახურვას გულისხმობს. ყველაზე მძიმე სიტუაციაა პოლონეთში, ჩეხეთსა და საფრანგეთში. ბოლო დღეებში ეპიდემიოლოგიური სურათი საგრძნობლად დამძიმდა რუსეთსა და სომხეთში.