COVID 19 - ვითარება მსოფლიოში 

ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ყოველდღიურად მძიმდება.

შეზღუდვების პრაქტიკულად გაუქმების ფონზე კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლები თითქმის ყველა ქვეყანაში იმატებს. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ევროპაში. მეორე ტალღასთან ერთად აქციები დაიწყო ესპანეთში, სადაც დედაქალაქის ნაწილი საკარანტინო ზონად გამოცხადდა. კარანტინის ხელახლა ამოქმედებას არც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება გამორიცხავს. ყოველდღიური ციფრების მკვეთრი მატების ფონზე წამყვანი ექსპერტები ამბობენ, რომ ქვეყანა პანდემიის კრიტიკულ ზღვარზეა და არასწორი გეზი აქვს არჩეული. ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება ჩეხეთშიც, სადაც მოქალაქეთა კრიტიკის და გაუარესებული სტატისტიკის გამო ჯანდაცვის მინისტრი გადადგა და თანამდებობა ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგმა ჩაიბარა.