COVID 19 - ვითარება მსოფლიოში 

ეპიდემიოლოგიური სურათი ყოველდღიურად უარესდება საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მეხუთე დღეა, მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა დღეში 250 000-ით იზრდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, სახეზეა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მძიმე კრიზისი. დაავადების გავრცელების ეპიცენტრშია აშშ, ბრაზილია და ინდოეთი, სადაც ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი საგანგაშოა. ევროპაში კი პანდემიის მეორე ტალღისთვის ემზადებიან. ვითარება მძიმდება ესპანეთში, საფრანგეთსა და გერმანიაში. ინფიცირებულთა რიცხვის რეკორდული ზრდა აღინიშნა ჩინეთში. თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ვირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა ვიეტნამში. მძიმე მდგომარეობაა ჰონგ კონგშიც.