COVID 19 - ვითარება მსოფლიოში   

„კოვიდ-19“-ით დაზარალებული მსოფლიოს ყურადღება ახლა ოქსფორდის უნივერსიტეტისკენაა მიმართული. იქ შექმნილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ კლინიკური გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარა. ვაქცინაციის შედეგად 1000-ზე მეტი პაციენტის სისხლში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო იმუნიტეტი გამომუშავდა. დადებითი შედეგები აჩვენა კიდევ ერთმა მედიკამენტმაც, რომელიც დაავადების პროგრესს აჩერებს.

ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად პანდემია ყოველდღიურად მძიმედ აისახება გლობალურ ეკონომიკაზეც. სწორედ ნეგატიურ ეფექტებს განიხილავენ ბრიუსელში შეკრებილი ევროპელი ლიდერები, რომლებსაც დაძაბულ შეხვედრაზე ერთი დილემა აქვთ გადასაწყვეტი – რა თანხა უნდა გამოყოს ევროკავშირმა დაზარალებული ქვეყნებისა და სექტორების დასახმარებლად.