COVID 19 - პანდემია მსოფლიოში 

ორთვიანი მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების შემდეგ, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო რეგულაციების შემსუბუქებას განაგრძობს.

ევროპის ქვეყნები საზღვრებს ხსნიან და ბიზნესკომპანიებს მუშაობის განახლების საშუალებას აძლევენ. მკაცრი რეგულაციების შემსუბუქება ვრცელდება სანაპიროებზეც. პარალელურად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მაღალია ინდოეთში, ბრაზილიასა და აშშ-ში. დონალდ ტრამპი ვაქცინის შექმნის ვადებს ოპტიმისტურად უყურებს, თუმცა ამბობს, რომ ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ქვეყანა ნებისმიერ შემთხვევაში მაინც გაიხსნება.