COVID 19 - მსოფლიო პანდემია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე საუბრობს.

ორგანიზაციის პროგნოზით, პანდემიის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია. დაავადების გავრცელების ეპიცენტრში ამჯერად ბრაზილიაა, სადაც 23 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სიტუაცია მკვეთრად არის გაუარესებული მეზობელ სომხეთშიც, სადაც ბოლო პერიოდში ყოველდღიურად საშუალოდ 300 ახალი შემთხვევა ვლინდება. შიდა პოლიტიკურ წრეებში აქტუალობას არ კარგავს საქართველოს შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის რეზონანსული განცხადებაც.

კორონავირუსის გავრცელების შეჩერება ჯერ ვერ ხერხდება რუსეთშიც, თუმცა ხელისუფლება დამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებს. მსოფლიოში „კოვიდ 19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ უკვე 5 მილიონს გადააჭარბა.