COVID-19-ის მკურნალობის მეთოდიკა საქართველოში

ინფორმაცია, რომელიც მოსახლეობამ პირველად, საქართველოს პირველი არხისგან მიიღო. საქართველოში კოვიდ-19-სგან გამოჯანმრთელებულის სისხლის პლაზმა 83 წლის კრიტიკულ პაციენტთან გამოიყენეს. შედეგები დამაიმედებელია,  თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არაერთი ეტაპის გავლა და რამდენიმე პირობის დაკმაყოფილებაა საჭირო, ამ მეთოდის მასობრივად გამოყენება შეუძლებელია. გაიზარდა იმ ინფიციებულთა რაოდენობაც, რომელთა მიმართ მკურნალობის კიდევ ერთ ახალ მეთოდს – ოზონოთერაპიას მიმართეს. საშუალო და მძიმე პაციენტებს კვლავ პრეპარატ „პლაქვენილით“ მკურნალობენ. რაც შეეხება ამერიკული კომპანია „გილიადის“ მიერ თავის დროზე ებოლას სამკურნალოდ შექმნილ „რემდესივირს“, რომელსაც რამდენიმე ქვეყანა კოვიდ-19-ით ინფიცირებულ მძიმე პაციენტებთანაც იყენებს – საქართველო ამ პრეპარატის მარაგებს მაისის ბოლოსთვის ელოდება. „რემდესივირია“ ერთ-ერთია იმ ოთხ მედიკამენტს შორის, რომლის კვლევაში საქართველო 100-მდე მეტ ქვეყანასთან ერთად ერთვება.