ცოტნე გამსახურდიას საქმე

ცოტნე გამსახურდიას განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე, პროკურატურა დასკვნითი სიტყვით წარსდგა. ბრალდების მხარის განცხადებით, მათ მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებში დაკავებულების ბრალეულობა იკვეთება. მარიკა გოგოხიას თქმით, საქმეში ასევე დევს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის ჩვენება, სადაც აღწერილია, რომ ცოტნე გამსახურდიამ  დაკავებულების ბრალეულობა ჟესტების ენით დაადასტურა. ბრალდების მხარე დაკავებულებისთვის მაქსიმალურ სასჯელს ითხოვს. რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატები წარდგენილ ბრალს არ ეთანხმებიან და საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვენ. საქალაქო სასმართლოში მორიგი სხდომა 11 სექტემბერს, 10 საათზე ჩაინიშნა, დასკვნით სიტყვას უკვე დაცვის მხარე წარადგენს.