ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა

კრიტიკულად მძიმეა ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა. რამდენიმესაათიანი ნეიროქირურგიული ოპერაცია, დაახლოებით 07:00 საათზე დასრულდა. პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. ექიმები არ გამორიცხავენ დამატებითი ოპერაციის ჩატარების საჭიროებას.

ცოტნე გამსახურდია გუშინ ცივი იარაღით, მისივე სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრეს. ექიმების განმარტებით, ჩატარდა ოპერაცია გულ-მკერდის არეში, სადაც გამსახურდიას შემავალი ჭრილობები ჰქონდა. მოგვიანებით კი ტომოგრაფიის პასუხებიდან გამომდინარე, ქირურგიული ჩარევა მას თავზეც დასჭირდა. მომხდარის მიზეზებს გამოძიება იკვლევს. საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით არის აღძრული.