ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღე
სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, თბილისში ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა. წელს მთავარი გზავნილია — „ერთად უფრო ძლიერები“, რაც ცოფის პრევენციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ცხოველების მიმართ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ხელშეწყობას გულისხმობს.
ცოფთან ბრძოლის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ცოფის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ყველა მსურველს საშუალება ექნება, მიიყვანოს თავისი ოთხფეხა მეგობარი სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ და რაიონულ ოფისებში, სადაც მათ უფასოდ აცრიან.