CO-თი ინტოქსიკაციის ახალი შემთხვევები

CO-თი ინტოქსიკაციის ახალი შემთხვევები. გამთენიისას რუსთავში 8 ადამიანი მოიწამლა. მესხიშვილის ქუჩაზე ინტოქსიკაცია ორმა ქალმა და მცირეწლოვანმა ბავშვმა მიიღეს, ახმეტელის ქუჩაზე კი ბუნებრივი აირის ნამწვით ოჯახის ექვსი წევრი მოიწამლა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, მოწამლულები ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში და კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. ყველა მათგანი ამ დროისთვის გაწერილია.

დატოვე კომენტარი