„ცხრის ნახევარზე“ - გია მურღულიას წიგნის პრეზენტაცია

 „ცხრის ნახევარზე“– ასე ჰქვია გია მურღულიას ახალ წიგნს, რომლის პრეზენტაციაც „თავისუფალ თეატრში“ გაიმართა. კრებული იმ „ფეისბუქ“ პოსტების ერთიანობაა, რომელსაც ავტორი საკუთარ გვერდზე ყოველ დილით აქვეყნებდა. წიგნიდან ფრაგმენტები „თავისუფალი თეატრის“ მსახიობებმა სცენაზე წაიკითხეს. კრებული გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.