ცხოვრება ომის ისტორიებთან ერთად
აგვისტოს ომს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 800-მდე კი დაიჭრა – კონფლიქტის ზონიდან და მიმდებარე სოფლებიდან 150 ათასამდე ადგილობრივი იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. თითქმის მიწასთან გასწორდა 53 ქართული სოფელი. განსაკუთრებით გაჭირდა დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენება და დაკრძალვა; რომ არა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის უშუალო ჩართულობა, შესაძლოა, ბევრ ოჯახს გარდაცვლილის საფლავიც კი არ ჰქონოდა. 18 წელი გავიდა, თუმცა, ომის კვალი არ წაშლილა და მისი შედეგებით გამოწვეული ტკივილი კვლავ ცოცხლობს იმ ადამიანებში, რომლებმაც ამ დღეების სიმძიმე საკუთარი მხრებით ზიდეს.
ნინო ფისაძისა და მიხეილ ჯანეზაშვილის რეპორტაჟი.