ცხოვრება მაღალმთიან სოფელში

21:01, 01.11.2026

იალნოს ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ივრის ხეობაში მდებარეობს სოფელი, სადაც მხოლოდ შვიდი ოჯახი შემორჩა. იკვლივგორანა საგარეჯოს ადმინისტრაციული ცენტრიდან თითქმის 70 კილომეტრითაა დაშორებული და ადგილობრივებს რთულ პირობებში უწევთ ცხოვრება. მაღალმთიან სოფლამდე მისასვლელი გზა მოუწესრიგებელია, გაუმართავია წყალმომარაგების სისტემა, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა კი დასახლებული ტერიტორიის სიახლოვეს უწევთ. ადგილობრივები პირველადი საჭიროების ნივთების შესაძენად 40 კილომეტრს გადიან.

ეს არის სოფელი, სადაც ამ დრომდე მოუგვარებელი პრობლემებისა და რთული საყოფაცხოვრებო პირობების გამო ბავშვები აღარ ცხოვრობენ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე სოფლისთვის მხოლოდ გზის მოწესრიგებაა დაგეგმილი.

მსგავსი