ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის განცხადება

დედაქალაქში შხამიანი გველების საფრთხე არ არსებობს.

ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ჰერპეტოლოგის განცხადებით, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ფოტომასალა და ინფორმაცია, რეალობას არ შეესაბამება. შხამიანი გველების პოპულაციები თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, მათ ბუნებრივ არეალშია, ხოლო რაც შეეხება დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს, მათ შორის კუს ტბასა და ლისის ტბას, ასევე გარეუბნებს, იქ მხოლოდ ისეთი ქვეწარმავლები არსებობენ, რომლებსაც შხამი არ გააჩნიათ და ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.