ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა

15:28, 03.11.2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, დავით სონღულაშვილთან და აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრთან ერთად, ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი გახსნა. შტაბი ფერმერებს მოსავლის რეალიზაციასა და ექსპორტში დაეხმარება. პროცესში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც ჩაერთვება, რომელიც ექსპორტიორებს დოკუმენტაციის მომზადებაში დაეხმარება. მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები მეციტრუსე ფერმერებსაც შეხვდნენ. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებისთვის ფერმერები კილოგრამზე 40 თეთრს მიიღებენ – აქედან 35 თეთრი სახელმწიფო სუბსიდიაა, ხუთ თეთრს კი საწარმო გადაიხდის. წელს რეგიონში 40 ათას ტონაზე მეტ ციტრუსს ელოდებიან.

მსგავსი