„ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა“

„ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა“,- საზოგადოებრივი მაუწყებლისა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის ორგანიზებით, დედაქალაქში კონფერენცია გრძელდება.

კონფერენციის მთავარი მიზანი, რეგიონულ საზოგადოებრივ მაუწყებლებს შორის ციფრული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების გაზიარებაა.

ღონისძიებაში ათი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის, გერმანიის, თურქეთის, უკრაინის, მოლდოვისა და მაკედონიის.