იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში ციფრული მმართველობის გაძლიერებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა. საუბრისას ყურადღება გამახვილდა ისეთ მიმართულებებზე, როგორიაცაა: ხელმისაწვდომი, ეფექტიანი და გამჭვირვალე ელექტრონული სერვისების მიწოდება; და თანამედროვე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებისას ინფორმაციული სისტემების ურთიერთთავსებადობა. საერთაშორისო კონფერენციას ესწრებიან ექვსი ქვეყნის თემატური წარმომადგენლები.