ჭყონდიდელობა მარტვილში
მარტვილში სახალხო-საეკლესიო დღესასწაული, ჭყონდიდელობა აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვა მიმდინარეობს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო მესამე სადღესასწაულო წირვას სხვადასხვა ეპარქიის მღვდელმთავრებთან და სინოდის წევრებთან ერთად აღავლენს.
პატრიარქად არჩევის შემდეგ, შიო მესამე პირველად წირავს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში. ჭყონდიდელობა უკავშირდება დავით აღმაშენებლის თანამებრძოლის, გამორჩეული საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწის, წმინდა გიორგი ჭყონდიდელის ხსენებას და მარტვილის ეპარქიაში 2004 წლიდან აღინიშნება.