„ის ჩვენი მეფე არ არის“ - პუტინის ინაუგურაციამდე, რუსეთის ქალაქებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს

ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, რუსეთის რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს ლოზუნგით „ის ჩვენი მეფე არ არის“. დემონსტრაციების ორგანიზატორი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნია.

შეწდეს ტყუილები, შეწყდეს ომები!“ – ამ სიტყვებს სკანდირებდნენ ბარნაულის ცენტრალურ პარკში შეკრებილი აქტივისტები. პოლიციამ აღნიშნულ ქალაქში რამდენიმე აქტივისტი დააკავა.

გარდა ამისა, კრასნოიარსკში აქციის ორგანიზებისას ნავალნის შტაბის თანამშრომელი იანა გერასიმოვა დააპატიმრეს. აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმური მმართველია. პუტინის ინაუგურაცია 7 მაისს გაიმართება.