ჩვენებები გახმაურებულ საქმეებზე – საგამოძიებო კომისიის სხდომა
გახმაურებული საქმე, რომელზეც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს განაჩენი 14 წლის შემდეგ გამოუტანეს.
2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბეში მოკლული ბუტა რობაქიძის დედა დღეს პარლამენტში მივიდა. დროებითმა საგამოძიებო კომისიამ მოუსმინა შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაცემა „ვიდეო პატრულის“ ჟურნალისტსაც, რომელიც მკვლელობიდან მალევე შემთხვევის ადგილზე მივიდა. საქმის ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მკვლელობის ადგილიდან მოგვიანებით გავრცელებული ვიდეო მასალა არაერთგზის დამონტაჟებული და დადგმული იყო. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ხელახლა დაწყებული ძიება და ჩვენებები, რომლებმაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროინდელი გამოძიების ვერსია თავდაყირა დააყენა – დამნაშავედ მიჩნეული შსს-ს ხუთი ყოფილი მაღალჩინოსანი და მძიმე ისტორია, რომელიც პოლიციელის მიერ გასროლილი ტყვიით მოკლული 19 წლის ახალგაზრდის დედამ ამჯერად პარლამენტში გაიხსენა. ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა ციხეში – არანაკლებ მძიმედ მოსასმენი იყო ე. წ. ზილების რევოლუციის საქმეზე 2011 წლის მაისში დაკავებულებთა მონაყოლი.