„ჩვენ უკრაინისთვის“ - პირველი არხის საქველმოქმედო აქცია-მარათონი

თითქმის 700 000 ლარი უკრაინის დასახმარებლად – ამ შედეგით დასრულდა საქართველოს პირველი არხის საქველმოქმედო აქცია-მარათონი.

კერძო კომპანიების და მოქალაქეების მიერ გაღებული თანხა უკრაინაში საომარი მოქმედებებით დაზარალებულ ადამიანებს „წითელი ჯვრის“ მეშვეობით გაეგზავნებათ. მარათონი მხარდაჭერის და სოლიდარობის აქციაა, რომელსაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრები ატარებენ და ამ ფორმით ომში მყოფ უკრაინას და უკრაინელებს მხარდაჭერას უცხადებენ. ცნობილი ქართველი მუსიკოსების მონაწილეობით მარათონი საქართველოს პირველი არხის სტუდიაში მოეწყო და ის უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ-პლატფორმაზეც გადაიცემოდა.