„ჩუმ ბაღნარში“ - ირმა შარიქაძის ახალი პროექტი

მწერალთა სახლში მე-20 საუკუნის დასაწყისის თბილისური მოდა და მაშინდელი ტრადიციები გაცოცხლდა.

მერსედესის მოდის კვირეული ორიგინალური ჩვენებით დაიწყო. შენობაში, რომელიც მეცენატ დავით სარაჯიშვილს ეკუთვნოდა, დიზაინერმა და ფოტოგრაფმა ირმა შარიქაძემ უჩვეულო პერფორმანსი წარმოადგინა. ეს იყო სანახაობა, რომელიც საუკუნის წინანდელ მუსიკალურ კომპოზიციებს, მოდას, სუფრის ტრადიციებს და იმდროინდელ ყოველდღიურ ყოფას აერთიანებდა.