ჩორჩანას საგუშაგოს საქმე – გამოძიება პროკურატურაში 

15:15, 24.07.2025

ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. გენერალურ პროკურატურაში გამოძიების კითხვებს პასუხობს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით სუჯაშვილი. ის საგამოძიებო უწყებაში 13 საათზე შევიდა, შესვლამდე კი მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. საგამოძიებო უწყება 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდს იძიებს. საკითხზე უკვე გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი. მმართველი გუნდი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ერთპიროვნულად მოქმედებდა, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის გამოც გახარიამ პასუხი უნდა აგოს.

მსგავსი