ჩორჩანას საგუშაგოს საქმე – გამოძიება პროკურატურაში 

18:16, 24.07.2025

გამოძიება გრძელდება ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით.

გენერალურ პროკურატურაში, გამოძიების კითხვებს დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა უპასუხა. ის საგამოძიებო უწყებაში პირველ საათზე შევიდა, შესვლამდე კი მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. საგამოძიებო უწყება 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანაში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საგუშაგოს ჩადგმის ეპიზოდს იძიებს. საკითხზე უკვე გამოიკითხა რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი. მმართველი გუნდი მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას  გადაწყვეტილებას გაუმართლებელს უწოდებს და აცხადებს, რომ ის ერთპიროვნულად მოქმედებდა, რამაც სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, რის გამოც გახარიამ პასუხი უნდა აგოს.

მსგავსი