„ჭკვიანი კამერები“

საქართველოს მასშტაბით, ჭკვიანი კამერების ამოქმედების შემდეგ, მძღოლების ნაწილი პრობლემაზე საუბრობს. ავტომობილების მესაკუთრეებს, ჯარიმებთან ერთად, საურავების გადახდაც უწევთ. სამინისტროში განმარტავენ, რომ ამის მიზეზი მათ მონაცემთა ბაზებში მოქალაქეების შესახებ არსებული ძველი ან არაზუსტი საკონტაქტო ინფორმაციაა. უწყება ყველას კიდევ ერთხელ მოუწოდებს ეს ინფორმაცია განაახლონ.