გადამწყვეტი არჩევნები მოლდოვაში, რომელმაც ქვეყნის მომავალი საგარეო კურსი უნდა განსაზღვროს.
28 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება. თუ პრეზიდენტ მაია სანდუს პოლიტიკური ძალა საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას დაკარგავს, პოლიტიკური რეალობა მთლიანად შეიცვლება. მმართველი პარტიის, „მოქმედებისა და სოლიდარობის“ პარტიის მეტოქე პატრიოტული ბლოკია, რომელიც პრორუსული ოპოზიციური პარტიებისგან შედგება. განაგრძობს თუ არა მოლდოვა ევროკავშირის მიმართულებით სვლას – მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის შარშან ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები, რომლის მიხედვით ევროკავშირში გაწევრიანების საკითხის საკონსტიტუციო დონეზე განსაზღვრა 1 %-იანი სხვაობით გადაწყდა. პარალელურად სულ უფრო აქტიურდება განცხადებები და ცნობები არჩევნებში რუსული სპეცსამსახურების მონაწილეობის შესახებ. გამოძიება მასობრივი არეულობისა გეგმასა და ორგანიზებულ დაჯგუფებებზე მიუთითებს და ჩხრეკის ოპერაციებს ატარებს, სანდუს ხელისუფლებიდან ჩამოშორების კონკრეტულ სქემაზე წერს მედიაც.