ჩიტაიას ქუჩაზე, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა

თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე, საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი ჩაინგრა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და კომპანია “ჯი ვი პის” წარმომადგენლები.

კომპანიის ინფორმაციით, ასფალტის საფარის ჩანგრევა წყალარინების ქსელში ფარულმა დაზიანებამ გამოიწვია. აღდგენითი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.