ჩირაღდნებით მსვლელობა ერევანში

ერევანში გვიან ღამით 1915 წლის მოვლენების დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. მსვლელობა ანთებული ჩირაღდნებით მოეწყო. აქციის მონაწილეთა ნაწილმა პროტესტის ნიშნად, თურქეთისა და აზერბაიჯანის დროშები დაწვა. თურქეთი აღიარებს, რომ ოსმალეთის იმპერიის დროს მრავალი სომეხი მოკლეს, თუმცა სომხეთის მოთხოვნის მიუხედავად, მოვლენებს გენოციდად არ ცნობს. 1915 წლის მოვლენებს, საერთო ჯამში, მილიონ-ნახევარი ეთნიკურად სომეხი მოქალაქე ემსხვერპლა.