ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობები

ამერიკას და ჩინეთს შორის სავაჭრო ომის ფონზე საერთაშორისო საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ადევნებს თვალს მოსკოვში ჩინეთის პრეზიდენტის ვიზიტს. სი ძინპინი სახელმწიფო ვიზიტით რუსეთში ჩავიდა. ვიზიტის დღის წესრიგი ორმხრივი კავშირების გაძლიერებას ისახავს მიზნად.

რუსეთმა და ჩინეთმა სტრატეგიულ პარტნიორობაზე და გლობალურ სტრატეგიულ სტაბილურობაზე ორ ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი. უკრაინის კონფლიქტის დროს დასავლეთთან ურთიერთობების გამწვავების გამო რუსეთმა ყურადღება აღმოსავლეთით მიმართა, რაც ჩინეთისთვისაც მომგებიანია.

მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ ჩინეთის პრეზიდენტი სანქტ-პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას.