ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოშია. ამ წუთებში ხან ჭენგი პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ ყაველაშვილს ხვდება, მანამდე კი შეხვედრა გამართა საქართველოს პრემიერთან. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ჩინეთიდან საქართველოში მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს დღეს ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრი დახვდა. ხან ჭენგი ქვეყნაში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. ხელისუფლების გარდა, ასევე დაგეგმილია შეხვედრა ბიზნეს-საზოგადოებასთან. როგორც საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ჩინეთიდან ამ რანგის სტუმრის საქართველოში ვიზიტი უმაღლეს დონეზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დინამიკის, არსებული შესაძლებლობებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივების განხილვის შესაძლებლობას იძლევა.