აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის სანქციების დაწესების გამო, პეკინში მწვავე განცხადება გაკეთდა

აშშ-ის მიერ ჩინეთისთვის სანქციების დაწესების გამო, პეკინში მწვავე განცხადება გაკეთდა.

„მოხსენით სამხედროებზე დაწესებული სანქციები, ან შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ“, – მიმართავს ჩინეთის საგარეო უწყება აშშ-ს.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ პეკინი ეწინააღმდეგება აშშ-ის სანქციებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტს და არჩევნებში რუსეთის ჩარევას უკაშირდება.

ჩინეთმა რუსეთისგან Су-35-ის ტიპის ათი ერთეული ავიაგამანადგურებელი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი С-400 შეიძინა. სანქციების თანახმად, ჩინეთის სამხედრო საბჭოსა და მისი ხელმძღვანელის, ლი შანფუს ანგარიშები გაიყინება და ყველა საბანკო ოპერაცია დაიბლოკება.