ჩინეთის მასშტაბური სამხედრო წვრთნები ტაივანის გარშემო

ტაივანის კუნძული ჩინეთს და აშშ-ის შორის უთანხმოების ერთ-ერთი მთავარი თემაა.

ტაივანს მხარდაჭერას ამერიკის თითქმის ყველა ადმინისტრაცია უცხადებს, რაც პოლიტიკოსების ვიზიტებით და სამხედრო დახმარებითაც დასტურდება. ეს ფაქტები ჩინეთის გაღიზიანებას იწვევს, რადგან პეკინისთვის ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონს ერთი ჩინეთის პოლიტიკის აღიარება ოფიციალურად გაცხადებული აქვს, აშშ უარს არ ამბობს, ღიად გამოუცხადოს მხარდაჭერა ტაივანს. ეს საბოლოო ჯამში აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში ჩინეთის და აშშ-ის მეტოქეობას იწვევს, რასაც პეკინი ხშირად ძალის დემონსტრირებით პასუხობს.