ჩინეთის ფაქტორი და ევროკავშირის სტრატეგია

როგორი უნდა იყოს ევროკავშირის ერთიანი სტრატეგია ჩინეთის მიმართ – საკითხი ბრიუსელსა და სტრასბურგში ევროპელი პოლიტიკოსების დებატების მთავარი თემაა.

ევროპის აღმოსავლურმა პოლიტიკამ განსაკუთრებული მნიშვნელობა პეკინში საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ შეიძინა. მაკრონის პოზიცია უკრაინაში ომის დასასრულებლად მოსკოვზე პეკინის გავლენის გამოყენებას გულისხმობს. მსგავსი მიდგომა აქვს მეორე ევროპულ პოლიტიკურ ცენტრს, ბერლინს, თუმცა მთავარი განსხვავება ტაივანის საკითხს უკავშირდება. პარიზი ტაივანთან მიმართებაში დისტანცირებას ამჯობინებს, ბერლინი კი ამტკიცებს, რომ სრუტეში შესაძლო ომი გავლენას გერმანიაზეც მოახდენს. ევროპელი ლიდერები ჩინეთში სულ უფრო ხშირად ჩადიან, თუმცა ერთიანი სტრატეგიის შემუშავება ჯერ ვერ ხერხდება.