ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა საკონსტიტუციო შესწორებებს მხარი დაუჭირა

ჩინეთის ეროვნულმა სახალხო კონგრესმა საკონსტიტუციო შესწორებებს მხარი დაუჭირა, რომლითაც ჩინეთის ლიდერს ქვეყნის მართვა უვადოდ შეეძლება. სხდომაზე მყოფი 2964 დელეგატიდან შესწორებების წინააღმდეგ მხოლოდ ორმა კანონმდებელმა მისცა ხმა, სამმა კი თავი შეიკავა.

შესწორებების დამტკიცებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარესა და მის მოადგილეს თანამდებობებზე ყოფნა სიცოცხლის ბოლომდე შეეძლებათ.

აქამდე მოქმედი კონსტიტუციის თანახმად კი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოსტზე ყოფნა ორი ხუთწლიანი ვადით იყო შეზღუდული.