გასაოცარი შეხვედრა, შესანიშნავი გადაწყვეტილებები – ასეთია ტრამპის პირველი სიტყვები ჩინეთის პრეზიდენტთან აუდიენციის შემდეგ.
ექვსწლიანი პაუზის შემდეგ დონალდ ტრამპი და სი ძინ პინი ერთმანეთს სამხრეთ კორეის ქალაქ პუსანში შეხვდნენ. ორივე მხარე საუბრით კმაყოფილია. დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების ფონზე ორი უდიდესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის ლიდერის შეხვედრა გარკვეული შეთანხმებებით დასრულდა. პრეზიდენტები შეთანხმდნენ ტარიფების შემცირებაზე, სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ჩინეთის შეზღუდვის გაუქმებაზე, ფენტანილის საკითხზე, ამერიკული ენერგორესურსების შეძენაზე და იშვიათი მინერალების ექსპორტის შეზღუდვის ერთი წლით შეჩერებაზე. სი ძინ პინი ძირითადი სავაჭრო საკითხების გარშემო მიღწეულ კონსენსუსზე საუბრობს და ამერიკასთან პარტნიორობის აუცილებლობაზე მიუთითებს. გადაწყდა, რომ მომავალი წლის აპრილში ტრამპი ჩინეთში ჩავა, რის შემდეგაც ამერიკის შეერთებულ შტატებს ჩინეთის პრეზიდენტი ესტუმრება.