ჩინელი ტურ-ოპერატორები და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები საქართველოში 

21:45, 23.09.2026

საქართველო მილიარდ ნახევრიანი ტურისტული ბაზრის მაქსიმალურად ათვისებას ცდილობს. ჩინეთიდან ჩვენს ქვეყანას ამჯერად ტურ-ოპერატორები და შოუ ბიზნესის წარმომადგენლები სტუმრობენ. ეცნობიან საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, პროდუქტებს, სტუმარმასპინძლობის სექტორს და ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს. ჩინელი ინფლუენსერები საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ შთაბეჭდილებებს მოგვიანებთ სოციალურ ქსელებში საკუთარ ათეულობით მილიონ გამოწერს გაუზიარებენ. საქმიანი კავშირების დამყარების მიზნით იმართება პირისპირ შეხვედრებიც. ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისების დანიშვნის ფონზე, ჩინელი ტურისტების რაოდენობა მზარდია. მიმდინარე საინფორმაციო ტურის მიზანი საქართველოში რაც შეიძლება მეტი ჩინელი მოგზაურის შემოყვანაა.

 

მსგავსი