ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს - საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი

უკრაინაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი ომი და გაუარესებული უსაფრთხოების გარემო საქართველოს პირველმა დიპლომატმა ჩეხეთში განიხილა.

ქვეყანას, რომელიც ივნისიდან ევროკავშირის თავმჯდომარე ხდება, ილია დარჩიაშვილი სტუმრობს. ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანამ ოფიციალური პრაღიდან მკაფიო მხარდაჭერის გზავნილები მიიღო. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა ბუნებრივია, ის კითხვარი იყო, რომელიც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად მიიღო. ჩეხეთი ადასტურებს, რომ მისი თავმჯდომარეობის დროს ასოცირებული ტრიოს ევროპული პერსპექტივა პრიორიტეტი იქნება.